მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სააგენტოს ხელმძღვანელები სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
16.06.2014
1 / 2


 

მიმდინარე წლის 16 ივნისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე,  თავმჯდომარის მოადგილე ლელა ჯეჯელავა,  საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნარსია და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს: სრულიად საქართველოს შეიხს - რამინ იგიდოვს, დასავლეთ საქართველოს მუფტს - ჯემალ პაქსაძეს, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტს - იასინ ალიევსა და სამმართველოს აღმასრულებელ დირექტორს - რესან გოგიტიძეს შეხვდნენ.

  ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს   გააცნო ახლად შექმნილი სტრუქტურის  მიზნები და ამოცანები. აღნიშნა, რომ   საქართველო მრავალრელიგიური და მრავალეთნიკური ქვეყანაა, რამაც განაპირობა საქართველოს მთავრობის  გადაწყვეტილება მსგავსი ინსტიტუციის შექმნის თაობაზე. ასევე ითქვა, რომ სააგენტო მზადაა ინდივიდუალურ ფორმატში იმუშაოს საქართველოში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებთან,  გაეცნოს და მოისმინოს მათი ის პრობლემები და საკითხები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან დახმარებასა და მოგვარებას საჭიროებს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობით სააგენტო გეგმავს რელიგიათა საბჭოს,  ხოლო  დარგის სპეციალისტების მოწვევით ექსპერტთა საბჭოს შექმნას.  რელიგიის სფეროში ჯერ კიდევ არსებული მთელი რიგი საკითხების მოსაგვარებლად  მასპინძლებმა ყურადღება გაამახვილეს აღნიშნული  საბჭოების მნიშვნელობასა და მიზანშეწონილობაზე.  სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმრებს შესთავაზა თანამშრომლობა და დიალოგის რეჟიმში ყველა  საკითხის განხილვა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს  წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს  და  ყველა იმ ადამიანს, ვინც  მიიღო სააგენტოს შექმნის  გადაწყვეტილება. სტუმრებმა  იმედი გამოთქვეს, რომ  სააგენტო ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული ყველა კონფესიის დამეგობრებას  და დაეხმარება მუსლიმურ სამმმართველოს  პრობლემების მოგვარებაში.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ,  რომ მუსლიმურ თემში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად,  სააგენტო მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების პრიზმაში ხედავს ამ პრობლემების მოგვარებას და  რომ ეს თანამშრომლობა  მხოლოდ ურთიერთგაგების პრინციპებს დაეფუძნება. აღინიშნა, რომ რელიგიური თემატიკა აღარ უნდა იყოს პოლიტიკის საგანი და  უნდა გათავისუფლდეს ამ პროცესებისაგან.

შეხვედრის მონაწილეებმა  კონფესიების დაფინანსების საკითხზეც ისაუბრეს.

დასასრულ, ზაზა ვაშაყმაძემ შესთავაზა სტუმრებს სამუშაო ფორმატში განსახილველი საკითხების წერილობით მომზადება და სააგენტოში წარდგენა, ამასთან   გამოთქვა მუსლიმური სამმართველოს მხრიდან აქტიური თანამშრომლობის  იმედი.

 

 

 

 

 

 

 






View Larger Map