რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები: თაობათა ურთიერთობების, ურთიერთშენდობის, პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის შესახებ.
სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას და საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასულიერო დასთან ერთად ჩაატარა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
