მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სააღდგომო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში
02.05.2021
1 / 4


საქართველოს  სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს აღდგომას ზეიმობს. წლევანდელი აღდგომაც პანდემიის პერიოდს ემთხვევა, ამიტომაც წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მისული მრევლი  სააღდგომო ლიტურგიაში პირბადით მონაწილეობდა.

სააღდგომო ლიტურგიას სამების ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტაძარში შეკრებილ მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე წარუდგინეს. უწმინდესი პატრიარქი ყურადღებას კვლავ სულიერების ამაღლებაზე ამახვილებს და ადამიანებს ურთიერთსიყვარულისკენ მოუწოდებს.






View Larger Map