დღეს, თბილისში მდებარე ხანდაზმულთა ლაზარეთს, რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები ეწვივნენ. მათ წინასაახალწლოდ ლაზარეთის ბენეფიციარებს რელიგიის სააგენტოს თანამშრომელთა საჩუქრები - ტკბილეული, ხილი და საკვები გადასცეს.
ლაზარეთის ხელმძღვანელმა, მონაზონმა ელენე ბერიამ სააგენტოს თანამშრომლებს საახალწლო საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საქველმოქმედო აქციები კვლავაც გაგრძელდება.