მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საბჭოთა რეპრესიებს შეწირული სასულიერო პირის საქმეში ხატი აღმოჩნდა
16.09.2022
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან ერთად, მუშაობს ახალ პროექტზე - „საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული სასულიერო პირები“. ნაშრომში ასახული იქნება ყველა რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც დააპატიმრეს, გადაასახლეს ან დახვრიტეს. ამჟამად მიმდინარეობს რელიგიის ნიშნით რეპრესირებული სასულიერო პირების დადგენა და დაზუსტება.

საარქივო მასალაზე მუშაობის პროცესში, რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, სერგო ფარულავამ, ერთ-ერთი რეპრესირებული მონაზვნის საქმეში აღმოაჩინა წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის ხატი, რომელიც ტოპოგრაფიული წესით, 1896 წელს არის დაბეჭდილი; როგორც მინაწერიდან ირკვევა, აღნიშნული ხატი ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარმა 1924 წელს თავის სულიერ შვილს, მონაზონს უსახსოვრა. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი, ბერიცა და მონაზონიც, სხვებთან ერთად, 1929 წელს, გახდნენ რეპრესიების მსხვერპლნი.

 ერთობლივი პროექტის ფარგლებში არაერთი ისტორიული მნიშვნელობის უნიკალური დოკუმენტი, წერილი თუ ფოტო აღმოჩნდა. არქივზე მუშაობა მეორე წელია, გრძელდება.






View Larger Map