მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საჯარო ლექცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში
28.03.2017
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით სააგენტოს თავმჯდომარემ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციის თემა იყო საქართველოში არსებული რელიგიური პოლიტიკა, რელიგიური კონფესიებისა და უმცირესობების მდგომარეობა. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა, აგრეთვე, სახელმწიფოს მხრიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ, ასევე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონფესიების დაფინანსების, მათი უფლებების დაცვის, ქონებრივი და ფინანსური კომისიის საქმიანობის შესახებ. ლექცია კითხვა პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.






View Larger Map