მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია გაიმართა
16.04.2023
1 / 3


დღეს უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს, მაცხოვრის ბრწყინვალე  აღდგომას ზეიმობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო ლიტურგია გაიმართა. მართლმადიდებლები სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას ზეიმობენ, რომელმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალა და ახალ წელთაღრიცხვას დაუდო სათავე.

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.

ტაძარში შეკრებილ მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ტრადიციულად, არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა გააცნო. „წუთისოფლის ყოველი დღე მორწმუნეთათვის სულიერ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლის ასპარეზია. ამ ბრძოლაში გამარჯვება გვმართებს. ხსნის გზა გაკვალულია, მის გასავლელად კი ყველას პიროვნულად ჩვენი შრომა გვაქვს გასაწევი.“ - ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.

სააღდგომო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, აფხაზეთის ა.რ. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე,ზაზა ვაშაყმაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.






View Larger Map