13 – 15 მარტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით “ლოპოტა რეზორტზე” გაიმართა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის“ სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრაზე გაიმართა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის და 2017 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიების პრეზენტაცია.
15 მარტს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ და სააგენტოს თანამშრომლებმა.
სააგენტომ წარადგინა რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიული ხედვები და ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტები და პროგრამები.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 