რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დაიწყო სამუშაო შეხვედრების ციკლი ჟურნალისტებთან.
შეხვედრების მიზანია ჟურნალისტებთან თანამშრომლობით შეიქმნას ისეთი ინფორმაციული გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს რელიგიის სფეროში არსებული საკითხების გაშუქებისა და სააგენტოს მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების შემუშავების პროცესის გამჭვირვალობას.
20 ნოემბერს სხვადასხვა ტელეკომპანიის - საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, ტაბულა, პალიტრა, კავკასია, TV 3, საპატრიარქოს ტელევიზია- მონაწილეობით გაიმართა პირველი შეხვედრა, რომელზეც განიხილეს რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხები; რელიგიური ლინგვისტიკა და ძირითადი ცნებითი აპარატი;
21 ნოემბერს შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოში ინტერრელიგიური განათლების, ჟურნალიზმისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხებზე.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ ჟურნალისტებს საზეიმო ვითარებაში გადასცა შეხვედრაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით ჟურნალისტებთან ასეთი სამუშაო შეხვედრები პერიოდულად გაიმართება.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 