საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებთან და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძესთან ერთად შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის სასულიერო ლიდერ შეიხ - ისლამ ჰაჯი ალლაჰშუქურ ფაშაზადესა და დელეგაციის სხვა წევრებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებული რელიგიური თავისუფლების საკითხზე - საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე რელიგიური თავისუფლების ხელშეწყობის პოლიტიკასთან დაკავშირებით.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის ისტორიულ მეგობრობაზე, რელიგიების მიერ მშვიდობისა და სტაბილური გარემოს შექმნასა და ხელშეწყობაში შეტანილ წვლილზე.
შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
