მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველო თავისი განმანათლებლის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს
01.06.2022
1 / 1


დღეს სრულიად საქართველო თავისი განმანათლებლის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. 
წმიდა ნინოს ხსენება ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უდიდესი დღესასწაულია, სწორედ ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი გახდა ქართველთათვის ქრისტიანული რწმენის დამკვიდრების სიმბოლო. ნინოს ჯვარს მოჰყვა ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრება და მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რამაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა ქართულ კულტურასა და სააზროვნო სივრცეში. 
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.





View Larger Map