მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირი შობას ზეიმობს
24.12.2023
1 / 4


ქრისტეშობას დღესასწაულობს საქართველოს ბაპტისტური თემი. ქრისტე მაცხოვრის თბილისის ბაპტისტურ ეკლესიაში საშობაო ლოცვა გაიმართა. საზეიმო მსახურებას პასტორი ივანე გოგაშვილი უძღვებოდა.

ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს შობის დღესასწაული და დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მშვიდობიან, სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა დავით დავითაშვილმა.

საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ავთანდილ კვერნაძე და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე.






View Larger Map