მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველოს დელეგაციამ გიორგობა კახში იზეიმა
06.05.2023
1 / 10


ქართველი მართლმადიდებლებისთვის დღეს განსაკუთრებული დღეა -მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეს ზეიმობს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ტრადიციად ამკვიდრებს გიორგობის დღესასწაულების კახში აღნიშვნას. დღესაც, დღესასწაულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის კახის რაიონში დელეგაცია გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საქართველოს საპატრიარქოს, პარლამენტის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, კახეთის გუბერნიისა და ლაგოდეხის მერიის წარმომადგენლები, კერძოდ: ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითი მმართველი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მღვდელი პეტრე ხუმარაშვილი და საპატრიარქოს წარმომადგენლები, მათ შორის, მგალობლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები, პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახეთში, გივი მეტრეველი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საკრებულოსა და მერიის  წარმომადგენლები.

დელეგაციის წევრები კახის რაიონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვივნენ, სადაც სადღესასწაულო წირვა მიტროპოლიტმა თეოდორემ და კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარმა, მღვდელმა  პეტრე ხუმარაშვილმა აღავლინეს. წირვის დასრულების შემდგომ, მართლმადიდებელ  მრევლს რელიგიის სააგენტოს ჩატანილი 50 ერთეული ბიბლია დაურიგდა.

შემდეგ დელეგაციის წევრები ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვივნენ, სადაც პარაკლისი ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) გადაიხადა.

დღესვე დელეგაცია თბილისში გამოემგზავრა.






View Larger Map