საქართველოს იეზიდთა სასულიერო კრების
თავმჯდომარეს დიმიტრი ფირბარს
საქართველოს იეზიდ მოქალაქეებს
გულითადად გილოცავთ „ კლოჩე სარე სალეს“ დღესასწაულს.
გაზაფხულისა და განახლების ამ ღირშესანიშნავ დღეს იეზიდ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ.
ჩვენ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ერთნაირად ვესწრაფვით მშვიდობიან თანაცხოვრებასა და უკეთეს მომავალს საკუთარი ქვეყნისა და ოჯახებისათვის. ამიტომაც განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, გააგრძელოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, გააძლიეროს ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ისტორია და კულტურა შექმნა.
ჩვენ პატივს ვცემთ იეზიდ ხალხს, მათ რწმენას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა კვლავაც გაგრძლდება და განმტკიცდება.
გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში და გაძლიერებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
პატივისცემით,
ზაზა ვაშაყმაძე
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 