13 ივლის სსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“- 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. თითოეული მოციქულის ღვაწლს ეკლესია საგანგებოდ მათთვის დაწესებულ დღეს აღნიშნავს, ხოლო პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანი ერთად იხსენიება. 13 ივლისი სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ დღესასწაულს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
