დღეს ყველა ქართველი მართლმადიდებელი დღესასწაულთა დღესასწაულის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. აღდგომა ქრისტიანთათვის უდიდესი დღეა - მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ამქვეყნიურ ბოროტებას სიყვარულით და სინათლით ამარცხებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, უფლის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს, ქრისტე აღდგა!