მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერიცვალებას ზეიმობს
19.08.2019
1 / 1


საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს თორმეტ ქრისტიანულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთს უფლის ფერისცვალებას აღნიშნავს, იგი უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება -   უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ.

 






View Larger Map