მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს
28.08.2017
1 / 1


დღეს საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია აღნიშნავს დიდ საეკლესიო დღესასწაულს - მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვმთისმშობლის მიძინებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა უფლის ზეცას ამაღლების შემდეგ მეჩვიდმეტე წელიწადს, იერუსალიმში, სიონში, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახლში, სადაც უწმიდესი დედა მიძინებამდე ცხოვრობდა. ეს დღე ყოველი ქრისტეს მიმდევარისათვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დღეს ხდება მართლმადიდებელისთვის ზეცისა და ქვეყნის დედოფალთან  შეხვედრა.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლისშობა, მიძინება დაყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს! დედაღვთისა იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს შემწე!






View Larger Map