იესო ქრისტემ იოანე ნათლისმცემლისგან ნათელ იღო და პირველად განცხადდა წმინდა სამება - დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას დღესასწაულობს. ჩვენი ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა სრულდება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ დღესასწაულს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და წარმატებებსა და კეთილდღეობას გისურვებთ.