მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ილია მართლის ხსენების და პატრიარქის ანგელოზის დღეს აღნიშნავს
02.08.2021
1 / 1


დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ილია მართალს იხსენიებს- დიდ ქართველ მოღვაწეს, მწერალს, ჟურნალისტს,  მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცს, „ერის სულიერ მამად“ წოდებულს, რომელიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ჩვენი თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. ილია ჭავჭავაძე, როგორც წმინდა ილია მართალი, 1987 წელსაა კანონიზებული და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მას ყოველ 2 აგვისტოს მოიხსენიებს.

 დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მის უწმინდესობას ანგელოზის დღეს, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს მას ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.






View Larger Map