მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა თამარ მეფეს იხსენიებს
14.05.2022
1 / 1


დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ოქროს ხანის წარმატებული მმართველის, წმინდა თამარ მეფეს იხსენიებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან ეს თარიღი ეროვნულ დღესასწაულად იქცა. დიდი მეფის ხსენების დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა იმართება. თამარის ეპოქის საქართველო კავკასიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, თავად თამარ მეფე კი ჭეშმარიტად სახალხო სიყვარულით სარგებლობდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს.