დღეს, 23 ნოემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტიკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას - ხსენება წმიდისა დიდისა მოწამისა და ძლევამოსილისა გიორგისა წმინდანის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. წმინდა გიორგი საქართველოს მფარველია, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ, ხალხურ მეტყველებაში კი შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა - წმინდანის სახელზე აშენებული ტაძრებისა და სამლოცველოების აღსანიშნავად.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაულს, სიკეთეს, მშვიდობას, კეთილდღეობას გისურვებთ.