მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების საუფლო დღესასწაულს აღნიშნავს
04.12.2021
1 / 1


დღეს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების საუფლო დღესასწაულს აღნიშნავს. საეკლესიო სწავლების თანახმად, სამი წლის მარიამი მშობლებმა  იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. იქ მას მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, მარიამი წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა. ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა, სადაც იგი გამუდმებით ლოცულობდა, კითხულობდა წმიდა წერილებს, ხელსაქმობდა და სნეულებს უვლიდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების საუფლო დღესასწაულს ულოცავს საქართველოს მართმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და მრევლს.  






View Larger Map