საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და ვატიკანის ელჩს, ჟოზე აველინო ბეტანკურს შორის.
სააგენტოს თავმჯდომარემ, ელჩს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, სააგენტოს საქმიანობა და განხორციელებული პროექტები. ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ვატიკანის მხარდაჭერას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია ქართველი კათოლიკეების წვლილი სახელმწიფოს აღმშენებლობასა და ქართულ კულტურაში.
შეხვედრაზე განხილული იქნა ქართული სახელმწიფოსა და ვატიკანის, ასევე კათოლიკური ეკლესიისა და მართლმადიდებელი ეკლესიის თანამშრომლობა. ჟოზე აველინო ბეტანკურმა, წამოაყენა წინადადება ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ჩატარების თაობაზე. ზაზა ვაშაყმაძემ დაადასტურა ელჩთან თანამშრომლობის სურვილი და მას მხარდაჭერა აღუთქვა.