გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოხალისეებს მუსლიმთა სამმართველო უერთდება: სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაუკავშირდნენ, გამოხატეს თავიანთი მწუხარება მომხდარი ტრაგედიის გამო და გამოთქვეს სურვილი, მატერიალურად და ფიზიკურად დაუდგნენ მხარში სტიქიის შედეგად დაზარალებულ თბილისელებს. მუსლიმმა სასულიერო პირებმა და მრევლმა მონაწილეობა მიიღეს წყალდიდობის ნარჩენებისგან „მზიურის“ ტერიტორიის გაწმენდის პროცესში, დაზარალებულთათის გადარიცხეს თანხა, შეიძინეს პირველადი მოხმარების საგნები, საკვები და განაცხადეს, რომ მომავალშიც დაეხმარებიან დაზარალებულებს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
