მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში დაიწყო
16.06.2022
1 / 14


დღეს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიხსნა საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, როგორც სასულიერო პირებმა, ისე მრევლმა. კერძოდ, მონაწილეობენ:  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირისა და ეზიდთა  სასულიერო საბჭოს წარმომადგენლები.

ჩემპიონატი სწრაფი ჭადრაკის ფორმატში (15 წთ. – 10 წმ-ის დამატებით) ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ჩემპიონატი გახსნეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი გიორგაძემ.

ტურნირი ხვალ,  დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი ინიციატივას საფუძვლად დაედო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილების შემოღების თაობაზე.

 






View Larger Map