მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იუდეურ თემს ხანუქა მიულოცა
28.11.2021
1 / 8


დღეს, ხანუქას დღესასწაულის აღსანიშნავად, თბილისის მთავარ სინაგოგაში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი, ქ. თბილისის მერი, კახი კალაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება დაესწრნენ.

ხანუქა უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია იუდეველეთათვის, რომელსაც 8 დღის მანძილზე (29 ნოემბერი - 6 დეკემბერი) აღნიშნავენ, როგორც განახლებისა და კურთხევის, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს. იგი ძვ.წ. აღ. მეორე საუკუნეში, მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის განწმენდასა და სატაძრო მსახურების განახლებას უკავშირდება. ისრაელსა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ებრაელებთან ერთად, ხანუქას ქართველი ებრაელებიც განსაკუთრებულად ზეიმობენ.

დღესასწაულზე შეკრებილთ მიესალმნენ და ხანუქა მიულოცეს თბილისის დიდი სინაგოგის გამგეობის თავმჯდომარემ, მერაბ ჩანჩალაშვილმა, საქართველოს ებრაელთა მთავარმა რაბინმა, იაკობ გაგულაშვილმა და რაბინმა რახამინ მურდუხაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ქართველ ებრაელებს, ისრაელში დაბრუნებულ თანამოძმეებსა და მთელ ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა:  „ხანუქა რწმენის და განახლების, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების, სიკეთის დღესასწაულია. დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ, ჩვენს საყვარელ, ძვირფას ებრაელ თემთან ერთად ყოფნა და დღევანდელი დღესასწაულის აღნიშვნა“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და სიმბოლურად, ხანუქას პირველი სანთელი აანთო.   26 საუკუნოვანი ძმობა, რომლის ანალოგიც არ მოიძებნება - ასე შეაფასა ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.