მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსლიმ თემს იფტარზე უმასპინძლა
28.03.2025
1 / 6


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს მთავრობის სახელით გამართულ ტრადიციულ ხსნილის ვახშამზე, იფტარზე უმასპინძლა. რესტორან „ფუნიკულიორის“ წვეულებათა დარბაზში იფტარს საქართველოს მთავრობის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული მუსლიმური სახელმწიფოების ელჩები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

            პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოში ქრისტიანთა და მუსლიმთა მშვიდობიანი თანაარსებობის ტრადიცია დღესაც წარმატებით გრძელდება და მუსლიმებს დამდეგი დღესასწაული, რამადან-ბაირამი მიულოცა: „საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს მუსლიმ თემს, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. გასული 10 წლის განმავლობაში მუსლიმ თემს მუდმივ სარგებლობაში გადაეცა 250-ზე მეტი მეჩეთი, ასევე დაფინანსების სახით მთავრობისგან გამოეყო 35 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუსლიმი თემის წვლილს საქართველოს განვითარებაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, ისაუბრა საქართველოს მთავრობის უცვლელ პოლიტიკაზე, მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს ქვეყანაში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს, მათ შორის, მუსლიმურ თემს და ეს პროცესი გრძელდება,

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს






View Larger Map