მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია 202-ე საჯარო სკოლაში
01.03.2021
1 / 7


თბილისის 202-ე საჯარო სკოლას დღეს, 1 მარტს,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და თბილისის საერთაშორისო ბაპტისტურმა ეკლესიამ სკოლის აღსაზრდელებს, უსინათლო და შეზღუდული შესაძლებლობის 50-მდე მოსწავლეს   სხვადასხვა საჩუქრები და სააგენტოს მიერ ბრაილის შრიფტით გამოცემული ყოველწლიური ინტერ-რელიგიური კალენდრები გადასცეს.

სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა სააგენტოსა და ამერიკული ბაპტისტური ეკლესიის ხელმძღვანელობას გაწეული დახმარებისათვის; როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, ეს მათი მეოთხე ერთობლივი საქველმოქმედო აქციაა 202-ე სკოლაში და ისინი მოსწავლეთა დახმარებას სამომავლოდაც გეგმავენ. ტრადიციულად, საახალწლოდ დაგეგმილ აქციას კი წელს ხელი კორონა ვირუსის პანდემიამ შეუშალა - სკოლამ სწავლა დაგვიანებით განაახლა.

აქციაში მონაწილეობდნენ: ამერიკული ბაპტისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩარლზ ჰობლიცი, მისი თანამშრომელი კახაბერ ჩხაიძე, რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და სააგენტოს თანამშრომელი ხატია გაბისონია.






View Larger Map