მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია 202-ე სკოლაში
27.01.2023
1 / 4


დღეს თბილისის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები  ეწვივნენ. სკოლაში 52 უსინათლო მოსწავლე სწავლობს როგორც თბილისიდან, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. რელიგიის სააგენტო,  სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან ერთად, პერიოდულად უწევს დახმარებას სკოლის მოსწავლეებს. ამჯერად, სააგენტოს თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქცია თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად გამართეს.

რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ ბავშვებს სხვადასხვა საჩუქრები, სააგენტოს მიერ ბრაილის შრიფტით გამოცემული ბიბლიის მეოთხე წიგნი - „წიგნი რიცხვთა“ და ყოველწლიური ინტერ-რელიგიური კალენდრები გადასცა.

202-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, თინა საბაურმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს გაწეული დახმარებისათვის.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე და თანამშრომელი, ვაჟა ართმელაძე.

რელიგიის სააგენტო თბილისის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლას 2018 წლიდან ეხმარება. როგორც სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქველმოქმედო აქციებს და მოსწავლეთა დახმარებას ისინი სამომავლოდაც გეგმავენ.






View Larger Map