მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია ადიგენის რაიონში
29.09.2021
1 / 8


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ,  საქველმოქმედო აქცია ადიგენის რაიონში გამართა. ადიგენის რაიონში იმყოფებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული წარმომადგენელი ელვარდ ზაზაძე, სააგენტოს თანამშრომლები ზვიად ტყაბლაძე, დავით დავითაშვილი, ოთარ ჭიკაძე  და გრიგოლ მუმლაური.

აქციის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის წმ. ნინოს ეკლესიაში, სამრევლო სკოლასთან არსებულ გუნდ „ირმისა“-ს ბავშვებს ჰუმანიტარული დახმარება - სასკოლო ნივთები საჩუქრად გადაეცათ.

გუნდ „ირმისას“ ხელმძღვანელმა, დედა აღაპიამ, მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლებს გაწეული ქველმოქმედებისთვის. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა სამხარეო ადმინისტრაციის კანცელარიის უფროსი, გიორგი მიქელაძე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუდმივად ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სოციალურდ დაუცველ ადამიანებს უწევს დახმარებას. ამგვარი აქციები სამომავლოდაც გაგრძელდება.






View Larger Map