მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია ავჭალაში
08.11.2023
1 / 6


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და  საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ორგანიზებით თბილისში, გლდანის რაიონში, ავჭალაში მდებარე დევნილთა განსახლების ტერიტორიაზე საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი მდივანი, ტარიელ პაპინაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და სააგენტოს ინფორმაციული  ტექნოლოგიების  მენეჯერი  ხატია გაბისონია  დევნილთა განსახლების ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდნენ. სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მათ საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენსბოტეს“ მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული ტვირთი - ქალის, მამაკაცისა და ბავშვის 19 ყუთი  ტანსაცმელი გადასცეს.

საქველმოქმედო აქციები კვლავაც გაგრძელდება.






View Larger Map