მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია ახალციხეში
25.06.2021
1 / 7


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებმა საქველმოქმედო აქცია ახალციხეში გამართეს. ახალციხეში იმყოფებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გოგა უკლება, სააგენტოს თანამშრომლები ზვიად ტყაბლაძე, დავით დავითაშვილი, ოთარ ჭიკაძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის თავმჯდომარე გია კანდელაკი, აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი და კავშირის თანამშრომელი მარინა მაისაშვილი

აქციის ფარგლებში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპარქიის სოციალურად დაუცველ მრევლს დიდი რაოდენობით ტანისამოსი გადაეცა.

ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მადლობა გადაუხადა საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებს გაწეული ქველმოქმედებისთვის. მისი განცხადებით, დახმარება ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახზე თანაბრად გადანაწილდება.

საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირი აქტიურად თანამშრომლობს რელიგიის სააგენტოსთან და მონაწილეობს ყველა ღონისძიებაში, რომელიც ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობის მიზნით სააგენტოს ინიციატივით იმართება.