მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია იძულებით გადაადგილებულთათვის
01.04.2021
1 / 6


დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი, კავშირის  პრეზიდენტი, გიორგი კანდელაკი და ხუცესი ლევან ახალმოსულიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ160 ყუთი ტანსაცმელი გადასცეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, დავით ფაცაცია, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს სტუმრებს და სამომავლოდ ერთობლივი აქტივობები დაგეგმეს.

საქველმოქმედო აქციები კვლავ გაგრძელდება.

 






View Larger Map