გუშინ, 6 მაისს, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს და გერმანული ორგანიზაცია: მისია ფრიდენსბოტე.ი.ვი-ს საქართველოს ფილიალის წარმომადგენლები პანკისის ხეობას ეწვივნენ. სტუმრები პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებსა და მოსახლეობას შეხვდნენ. აქციის ფარგლებში, გერმანული ორგანიზაცია: მისია ფრიდენსბოტე.ი.ვი-ს საქართველოს ფილიალის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობის მოსახლეობას აუცილებელი ჰუმანიტარული ტვირთი- 90 ყუთი სამოსი და თეთრეული გადასცა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 