დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ ქუთაის-გაენათის ეპარქიაში ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორებმა ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიას წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმანაზიის მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის განკუთვნილი ქრისტიანული მისია „ფრიდენს ბოტესა“ და „დახმარების საერთაშორისო ქსელის“ ჰუმანიტარული ტვირთი, 25 ფუთა ტანსაცმელი და 200 კგ. ბრინჯი გადასცეს.
ეპარქიის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებას გაწეული დახმარებისათვის.
რელიგიის სააგენტომ და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ 200 კგ. ბრინჯი გადასცეს ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენ საქართველოს" წარმომადგენლებს, რომლებიც 60 მიუსაფარ ბავშვს უვლიან.
აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი.