სამედიცინო მომსახურება დაბა ადიგენის საავადმყოფოში 200-მდე მოქალაქემ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმებისგან მიიღო.
თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, მეან-გინეკოლოგი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი და ექოსკოპიის კაბინეტი ადგილზე მისულ პაციენტებს უფასოდ მოემსახურა. კონსულტაციების გარდა, მათ ექიმებისგან მკურნალობისთვის საჭირო დანიშნულებაც მიიღეს.
საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი მსგავს აქციებს ხშირად მართავს. ექიმთა ჯგუფი პერიოდულად ჩადის მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში და მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევებს უტარებს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
