მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია საჩხერეში
19.10.2020
1 / 4


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით,  სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებმა მართლმადიდებელი ეკლესიის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში, სოფელ საირხის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 30 ფუთა თბილი ტანისამოსი გადასცეს. გიმნაზიაში ორასამდე მოსწავლე იღებს ცოდნას.

სააგენტოს წარმომადგენლები დაინტერესდნენ ადგილობრივი გიმნაზიისა და მრევლის საჭიროებებით. მათი განცხადებით, მსგავსი აქციები სამომავლოდ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საჭიროების მიხედვით, ეტაპობრივად გაგრძელდება.  ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სასულიერო პირებმა და საირხის გიმნაზიის დირექტორმა, ნარგიზ გაბაძემ მადლობა გადაუხადეს სტუმრებს გაწეული დახმარებისთვის.