მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირ „კათარზისში"
08.10.2020
1 / 5


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს  სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირმა, ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში  ჰუმანიტარული დახმარება, 30 ფუთა თბილი ტანსაცმელი, ამჯერად გადასცეს საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი „კათარზისი“-ს ბენეფიციარებს, სადაც 450-მდე სოციალურად დაუცველი ხანდაზმული ადამიანია გაწევრიანებული. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირს მსგავსი აქციები მომავალშიც აქვთ დაგეგმილი სხვადასხვა რეგიონში. კათარზისის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა აქციის ორგანიზატორებს დახმარებისა და გვერდში დგომისათვის. კათარზისს ესტუმრნენ, საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები.






View Larger Map