მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია სურამის სოციალურ სახლში
17.10.2020
1 / 5


დღეს, სურამის სოციალური თერაპიის სახლს „ანთილიოსი" რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ სახლის ბენეფიციარებს 20 ფუთა თბილი ტანსაცმელი და შშმ პირისათვის განკუთვნილი სავარძელი გადასცეს. სახლის დირექტორმა, ხათუნა კურტანიძემ, სტუმრებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. სურამის  სოციალური თერაპიის სახლი 250  ბენეფიციარს ემსახურება. ისინი აქ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში არიან ჩართულნი და დაკავებულნი არიან სხვადასხვა აქტივობით.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილებდნენ: სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, სამსახურის თანამშრომელი, გიორგი პატაშური, ქვემო ქართლის რეგიონალური კოორდინატორი, აბაი ფაშაევი და სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი.

რელიგიის სააგენტოს საქველმოქედო აქციები გრძელდება.






View Larger Map