მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია ვეტერანებისთვის
09.02.2021
1 / 6


დღეს, 9 თებერვალს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და თბილისის საერთაშორისო ბაპტისტურმა ეკლესიამ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს. რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ და  საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის პასტორმა, კახაბერ ჩხაიძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გადასაადგილებელი სამედიცინო ინვენტარი (ყავარჯნები, ხელჯოხები, გადასაადგილებელი ჩარჩოები) და ინტერრელიგიური კალენდრები გადასცეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ აქციის ორგანიზატორებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ 70 ათასამდე ვეტერანს აერთიანებს. საქველმოქმედო აქციები კვლავ გაგრძელდება.






View Larger Map