მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია ვეტერანთათვის
15.03.2021
1 / 6


დღეს, 15 მარტს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს - სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ეწვივნენ და ვეტერანთა ოჯახებისთვის 160 ყუთი ტანსაცმელი გადასცეს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ 70 ათასამდე ვეტერანს აერთიანებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ აქციის ორგანიზატორებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მასპინძლებს რელიგიის სააგენტოს ბოლოდროინდელი აქტივობების შესახებ მოუთხრო. დაიგეგმა მემორანდუმის ხელმოწერა და ერთობლივი  ღონისძიებების გამართვა.

საქველმოქმედო აქციები კვლავ გაგრძელდება.






View Larger Map