მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია წალენჯიხაში
17.11.2023
1 / 5


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და  საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ორგანიზებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფოცხოში, საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში, ფოცხოში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენსბოტეს“ მიერ გადმოცემული ჰუმანიტარულ დახმარება - ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელი დაურიგდათ.

აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ეპისკოპოსი, ანერი გიუნაშვილი, აღმასრულებელი მდივანი, ტარიელ პაპინაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე, გურამ მისაბიშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და სააგენტოს ანალიტიკოსი გიორგი პატაშური.

ერთობლივი საქველმოქმედო აქციები გრძელდება.






View Larger Map