მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია ზუგდიდში
02.07.2021
1 / 4


დღეს, ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს.

უკრაინელმა ექიმ-ოფთალმოლოგებმა, რომლებიც, ამავდროულად, უკრაინის ბაპტისტური ეკლესიის წევრები არიან, უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარეს ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, შემდგომ კი   საჩუქრად სათვალეები გადასცეს.

ზუგდიდში იმყოფებიან: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის თავმჯდომარე გია კანდელაკი, აღმასრულებელი დირექტორი ტარიელ პაპინაშვილი ხუცესი ლევან ახალმოსულიშვილი და აფხაზეთის ა.რ. მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია,. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, საქველმოქმედო აქციები კვლავაც გაგრძელდება.