მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქციები გრძელდება
19.03.2021
1 / 6


დღეს, 19 მარტს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა - სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი, კავშირის  პრეზიდენტი, გია კანდელაკი და ხუცესი ლევან ახალმოსულიშვილი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასა  და მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანში მცხოვრებ, ცხინვალიდან დევნილ პატარებს შეხვდნენ .

სტუმრები დაინტერესდნენ დევნილი ბავშვების საყოფაცხოვრებო პირობებით, გაესაუბრნენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, დიმიტრი სანაკოევს, ადმინისტრაციის თანამშრომელს, დაჩი ჯაფარიძესა და სოფელ ერედვის გამგებელს, ოთარ ცოტნიაშვილს. შემდეგ კი პატარებს 40  ყუთი საბავშვო საჩუქარი და 160 ყუთი თბილი ტანსაცმელი გადასცეს.

მასპინძლებმა რელიგიის სააგენტოსა და ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრის ბოლოს, პატარებმა იმპროვიზებული კონცერტი გამართეს. საქველმოქმედო აქციები გრძელდება.






View Larger Map