მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
05.07.2023
1 / 4


დღეს დასრულდა საქართველოს მეორე გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის. თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საჭადრაკო ტურნირის ბოლო შეხვედრები გაიმართა.

მეორე საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს    გუნდი გახდა, მეორე ადგილი   საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გუნდმა დაიკავა, ხოლო, მესამე საპრიზო ადგილზე საქართელოს სახარების რწმენის ეკლესიის გუნდი გავიდა.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და ასევე, რელიგიის სააგენტოს გუნდები.






View Larger Map