თბილისში, სახარების რწმენის ეკლესიაში, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საშობაო მსახურებას სახარების რწმენის ეკლესიის პასტორი, გურამ იმერლიშვილი უძღვებოდა.
ეკლესიაში შეკრებილ სასულიერო პირებსა და მრევლს შობა-ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა, სტაბილურობა და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, დავით დავითაშვილმა.
საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსები გიორგი პატაშური და ზვიად ტყაბლაძე.