მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სახარების რწმენის ეკლესიაში შობა იზეიმეს
25.12.2022
1 / 3


თბილისში, სახარების რწმენის ეკლესიაში, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საშობაო მსახურებას სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი, ოლეგ ხუბაშვილი და პასტორი, გურამ იმერლიშვილი უძღვებოდნენ.

ეკლესიაში შეკრებილ სასულიერო პირებსა და მრევლს, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სახელით, დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ: „ღმერთი შეეწიოს თქვენს ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას. დაე, იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ასე მნიშვნელოვანია ამ პერიოდში“,

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის პასტორმა, გურამ იმერლიშვილმა, მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანადგომისათვის.

საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ: რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ავთანდილ კვერნაძე, უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი, იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა.






View Larger Map