მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან
08.10.2019
1 / 6


დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან საქართველოში, ბატონ ესა ალბაშა ალნოაიმისთან.

შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯრომარემ ელჩს გააცნო ინფორმაცია რელიგიის სააგენტოს შექმნისა და საქმიანობის, საქართველოს რელიგიური პოლიტიკის,  სახელმწიფოს მიერ რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული წარმატებული ნაბიჯების შესახებ, კერძოდ, კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმების შესახებ, საუბარი, ასევე, შეეხო რელიგიის სააგენტოს მიერ შემუშავებულ პროექტებს, გამართულ კონფერენციებსა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო - სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ტრენინგებს.

სტუმარმა ზაზა ვაშაყმაძეს გადასცა დოკუმენტი - „ადამიანური ერთობის შესახებ მსოფლიო მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“, რომელსაც ხელს რომის პაპი ფრანცისკე და ალ აზრაჰის დიდი იმამი, აჰმად ალ-ტაიები აწერენ. მისი განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივით, 2019 წელი საამიროებში ტოლერანტობის წლად გამოცხადდა. ელჩმა სააგენტოს თავმჯდომარეს მიაწოდა ინფრომაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებული ტოლერანტობის სამინისტროს საქმიანობის შესახებ.

 





View Larger Map