მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ეროვნებათა უმცირესობების ლიდერთა საბჭოს წევრებთან
31.01.2020
1 / 5


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა ეროვნებათა უმცირესობების ლიდერთა საბჭოს და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, სტუმრებს გააცნო საქართველოს რელიგიური პოლიტიკა, მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ. საუბარი შეეხო ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას და განხორციელებულ პროექტებს. ორგანიზაციების წევრები გაეცნენ და ასევე საჩუქრად გადაეცათ, სააგენტოს მიერ მომზადებული საქართველოს რელიგიური და  მოქმედი   საკულტო   ნაგებობების   რუკები, ინტერელიგიურ კალენდარი, სააგენტოს მიერ გამოცემული ალბომები: „რელიგიები საქართველოში“ და „რწმენა თავისუფლების აქტია“. შეხვედრაზე  გამოითქვა არაერთი საინტერესო მოსაზრება სამომავლო პროექტებსა და გეგმებზე, ასევე სტუმრებმა სურვილი გამოთქვეს ჩაერთონ პროექტში „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“ .

შეხვედრას ესწრებოდნენ:

  • ეროვნებათა უმცირესობების ლიდერთა საბჭო
  • აგორა ჯორჯია
  • გაზეთი „ვრახტანი“
  • ქართველ სომეხთა კავშირი
  • თუმანიანის სახლი
  • ქართულ უკრაინული წიგნის სახლი
  • კავშირი „პოლონია“
  • პოლონური სკოლა
  • კავშირი რუტა
  • შერეული ოჯახების ქალთა კავშირი
  • ბერძენთა კავშირი
  • ბელორუსთა კავშირი
  • სლავური სახლი
  • სტუდია „მარნეული“

 

 

 






View Larger Map